გაგოს პრეს-კონფერენცია
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ფერნანდო გაგომ გამართა პრეს-კონფერენცია სადაც სამეფო კლუბში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
- როგორ გრძნობთ თავს, მას შემდეგ, რაც სანტიაგო ბერნაბეუზე დებიუტი შედგა?
მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რადგან წელს შესანიშნავი ფეხბურთელები დაგვემატნენ. პირველი მატჩები ძალიან რთული იქნება, რადგან ფეხბურთელები ჯერ შეთამაშებულები არ არიან.
- ჩვენ გუშინ ვერ ვიხილეთ მადრიდის "რეალის" საუკეთესო თამაში.
ძალიან რთულია თავიდანვე კარგად დაიწყო თამაში. თუმცა ჩვენ, ჩვენი თავდაუზოგავი ვარჯიშით მალე საუკეთესო ფორმაში შევალთ და მადრიდის "რეალს" ღირსებას დავუბრუნებთ.
- რას ფიქრობთ კრიშტიანო რონალდოსა და კარიმ ბენზემაზე?
ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ორი ტალანტი - ეს შემიძლია ვთქვა მათზე. მე დარწმუნებული ვარ მალე ყველა ისიამოვნებს მათი თამაშის ყურებით.
- დღეს კაკამ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად.
იგი ახალი დაბრუნებულია შვებულებიდან და მისი გუნდთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი საუკეთესო ფეხბურთელია.
- თქვენი აზრით, როგორ ითამაშებს "დე ქუიტო" ხვალ?
ჩვენ ძალიან მობილიზებულად უნდა ვითამაშოთ. არ უნდა დავუშვათ შეცდომა და აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ჩვენი მოწინააღმდეგე, თუმცა ისინი საკმაოდ კარგად თამაშობენ.
- გუნდის მწვრთნელმა განაცხადა თავის ინტერვიუში, რომ გუშინდელ მატჩში პირველი ტაიმი ძალიან კარგი გამოდგა.
მწვრთნელი მართლაც კარგად გვათამაშებს. მისი ტაქტიკა ძალიან მომწონს და მისი მითითებებით ძალინ ნასიამოვნები ვარ.
- დღევანდელმა გუნდში იპოვა თავისი თავი?
ჩვენ "ლა ლიგისთვის" უკვე კარგად ვიქნებით შეთამაშებულები. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და დიდ წარმატებებს მივაღწევთ.
- თუ მადრიდის "რეალში" ხაბი ალონსო გადმოვა, თქვენ რამე პრობლემა შეგექმნებათ?
სამეფო კლუბს სჭირდება საუკეთესო ფეხბურთელები და მისი მადრიდიში ჩამოსვლა იქნება საუკეთესო ვარიანტი.
სტატიის ავტორი: El Gio
- 27 ივლისი 2009
- 2 031
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.