ობემეიანგისთვის ბრძოლაში „სიტი“ ჩაერთო
ინგლისურ გამოცემებზე დაყრდნობით ობემეიანგისთვის ბრძოლაში მანჩესტერ „სიტიც“ ჩაერთო...
ხოსეპ გუარდიოლა თვლის, რომ მის გუნდს სუფთა „ცხრიანი“ სჭირდება და მხოლოდ აგუეროს იმედზე ყოფნა მიზანშეუწონელია. მიუხედავად იმისა, რომ „სიტის“ არაერთი წინახაზელი ჰყავს, ნამდვილი ფორვარდის დამატებაზე უარს მაინც არ ამბობს.
გამოდის, რომ მადრიდის „რეალს“ დორტმუნდელის შეძენაში ხელს მანჩესტერული გუნდი შეუშლის. თანაც სიტუაციას ის ართულებს, რომ „ბლანკოსი“ მოლაპარაკებებს მომდევნო ზაფხულს ვერ დაიწყებს და ამ სიტუაციის გამოყენება „სიტის“ კარგად შეეძლება.
- 3 ნოემბერი 2016
- 3 009
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.