პეპესთან და კარვახალთან შეთანხმება მოხდა?
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალი“ კეპლერ პეპეს და დანიელ კარვახალს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა...
მოგეხსენებათ, კეპლერ პეპესთან შეთანხმება ვერ ხდებოდა, ვინაიდან პერესს კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ 1 წლით სურდა, თავად ფეხბურთელს კი ორით.
ჯერ-ჯერობით უცნობია დეტალები, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, უახლოეს დღეებში ყველა ინფორმაცია საჯარო გახდება.
რაც შეეხება კარვახალს. ესპანელ მოთამაშეს მოქმედი ხელშეკრულება 2020 წელს ეწურება, თუმცა პერესს სურს, რომ თანამშრომლობა 2022 წლამდე გააგრძელოს.
- 3 ნოემბერი 2016
- 3 524
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.