ზიდანი:„გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ“
ზინედინ ზიდანმა „ლეგიასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდმა ინტენსივობა დაკარგა და მატჩის სადავეები ხელიდან გაუშვა. როდესაც 2 ბურთიანი უპირატესობით იგებ, მეტოქეს გამოფხიზლების საშუალება არ უნდა მისცეს. რთული მატჩი იყო და მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს. ამ მატჩზე აღარ ვიფიქრებ და მომდევნო ტურებისთვის მოვემზადებით.“
„უცნაური დაპირისპირება იყო და შედეგიც სახეზეა. სასტარტო შემადგენლობაში შემტევი ფეხბურთელების სიჭარბე შეინიშნებოდა, მათ განსხვავებული დავალება მივეცი.“
„დაცვა მოშიშვლებული იყო. რისკი გავწიე, მაგრამ 3 გოლი უკანა რგოლის უყურადღებობის გამო არ გაგვიშვია, ეს მთელი გუნდის პასიურობის შედეგია.“
„სისტემა შევცვალე და არ ვფიქრობ, რომ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. ფეხბურთელებს მეტი კონცენტრაცია სჭირდებოდათ, სქემა აქ ნამდვილად არაფერშუაშია.“
„ყოველთვის საჭიროა, რომ ინტენსივობა 90 წუთის მანძილზე იქნას ნაჩვენები. დღევანდელ ფეხბურთში ტემპი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.“
„გარეთ ბეილმა ულამაზესი გოლი გაიტანა და „ასისტითაც“ გამოირჩა, ის დიდებული შემსრულებელია.“
„კრიშტიანოზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, მას არ გაუმართლა.“
- 3 ნოემბერი 2016
- 5 627
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.