მოდრიჩს დერბიში თამაში სურს
„ას“-ზე დაყრდნობით, ლუკა მოდრიჩის დაბრუნებას წინ აღარაფერი უდგას და სულ რამდენიმე დღეში ხორვატი ფეხბურთელი სრულფასოვან დატვირთვას მიიღებს...
ოპერაციის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნახევარმცველი 25 ნოემბრის შემდეგ მხოლოდ ვარჯიშის დაწყებას შეძლებ და 3 დეკემბრის „ელ კლასიკოში“ მონაწილეობის მიღება დიდი მიღწევა იქნებოდა, თუმცა დაუღალავმა შრომამ და ექიმების მითითებების უყოყმანოდ შესრულებამ შედეგი გამოიღო.
ლუკას „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ სტადიონზე ელიან. რამდენიმე დღეში ზუსტად გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა ხორვატი მოედანზე გასვლას. წინასწარი ინფორმაციით, შუახაზელი მოედანზე 65-70 წუთს უპრობლემოდ გაატარებს.
- 2 ნოემბერი 2016
- 1 864
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.