ჩიჩარიტო:„„რეალში“ დიდი გამოცდილება მივიღე“
ხავიერ ერნანდესმა მადრიდის „რეალი“ გაიხსენა...
„მადრიდის „რეალში“ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ფსიქოლოგიურად გავძლიერდი. მე იქ ვისწავლე ბრძოლა და თავდადება, რაც ახლა, გერმანიაში ძალიან გამოსადეგარია.“
„არავის უყვარს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, მაგრამ ხანდახან ხდება ისე, რომ რეალობა შენი საწინააღმდეგოა.“
„არასდროს დამავიწყდება ის გოლი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გავიტანე და ჩემი გუნდის ნახევარფინალში გასვლაში დიდი წვლილი შევიტანე. მთელი მატჩი მძიმე იყო, ფეხბურთელები ძალიან დაიღალნენ, უეცრად კი გავიტანე და ყველაფერს წერტილი დავუსვი.“
„თუ ბერნაბეუზე თამაში მომიწევს და გოლს გავიტან, აღნიშვნას არ ვაპირებ, ამით დიდ პატივისცემას გამოვხატავ, რომელიც „ბლანკოსის“ ქომაგების მიმართ მაქვს.“
„შეძლებს თუ არა „რეალი“ ზედიზედ მეორედ თასის მოპოვებას? ვერ გეტყვით, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ზიზუს გუნდს საკმაოდ სერიოზული კონკურენტები ჰყავს.“
„ვფიქრობ, მადრიდულ გიგანტთან ერთად ჩემპიონთა ლიგის უპირობო ფავორიტი „ბარსელონა“ და „ბაიერნია“.
- 1 ნოემბერი 2016
- 2 011
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.