კაკა, რამოსი, ალბიოლი და კასილასი მშვიდობის თასის მატჩებს გამოტოვებენ
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კაკას, რამოსს,ალბიოლის და კასილასს გამოტოვებინოს მშვიდობის თასის მატჩები...
ჩილელი სპეციალისტის აზრით, გუნდში დღეს დაბრუნებულები არ არიან მზად სათამაშოდ, ეს 4 ფეხბურთელი მხოლოდ ვარჯიშს უნდა დასჯერდეს და შევიდეს ფორმაში. ,,ბლანკოსი” სრულიად ახალი გუნდია და ამ გუნდთან ეს ფეხბურთელები ნელ-ნელა უნდა შეთამაშდნენ, პირდაპირ თამაში არაფრით არ შეიძლება.
ზემოთხსენებული ფეხბურთელების დებიუტი სავარაუდოდ 7 აგვისტოს , ტორონტოსთან მატჩში შედგება, პელეგრინის 7 აგვისტომდე ერთ კვირაზე მეტი აქვს დარჩენილი და ფიქრობს, რომ რამოსს, კაკას, ალბიოლის და კასილასს ამ დროში ფორმაში ჩააყენებს და გაამზადებს სათამაშოდ.
ასე, რომ Peace Cup - ს რეალი ორი ახალწვეულის, ძირითადი მეკარის და ძირითადი მარჯვენა მცველის გარეშე ჩაატარებს.
- 27 ივლისი 2009
- 3 647
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.