ზიდანი: "დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ"
ზინედინ ზიდანმა "ალავესის" დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
"ჩემი ფეხბურთელების შეუპოვრობით კმაყოფილი ვარ. გამარჯვება მარტივი არ იყო, თუმცა ვთვლი, რომ 3 ქულის მოპოვება მაინც დავიმსახურეთ. მეტოქე კარგად გამოიყურებოდა. დღეს დამტკიცდა, რომ ლა ლიგის მოგება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. იმედია სასურველ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ სეზონის ბოლოს."
"რონალდოს გოლების ხილვა სასიხარულოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ერთ შეხვედრაში სამჯერ ახერხებს მეტოქის კარის დალაშქვრას. ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ მისგან გატანილ ბურთებს. დღეს კრიშტინაო ყველა ასპექტში საუკეთესო იყო."
"ბენზემა და მორატა ორი უმაღლესი კლასის ფორვარდია. დღევანდელ შეხვედრაში მათ შორის სხვაობა ის იყო, რომ კარიმი სრულად გაისარჯა. მორატაც ბოლომდე დაიხარჯა და გოლიც გაიტანა."
"რაც შეეხება მატჩის არბიტრს, მე მათზე არასდროს ვსაუბრობ და ვერც დღეს გავაკეთებ მსაჯთა ჯგუფზე კომენტარ."
"ჯერ-ჯერობით არ ვიცი რა მდგომარეობაში იმყოფება პეპე. მადრიდში ჩასვლისთანავე რამდენიმე ტესტი ჩაუტარდება პორტუგალიელ მცველს, რომლის საფუძველზეც გამოჩნდება, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება. იმედია პეპე დიდი ხნით არ გამოგვაკლდება."
- 29 ოქტომბერი 2016
- 7 000
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.