„იუვენტუსი“ მზად არის, რონალდუს სანაცვლოდ 90 მილიონი გადაიხადოს“
ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მზად არის, კრიშტიანო რონალდუსთან ითანამშრომლოს...
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ პორტუგალიელს პრობლემები აქვს. შესაბამისად, არაერთი ჭორი გავრცელდა, რომელიც მის აბარგებას ეხება.
დღევანდელი ინფორმაციით, რომელიც იტალიურ პრესაში ვრცელდება, ტურინის „იუვენტუსი“ შეთავაზების გაკეთებას გეგმავს. „ბებერი ქალბატონი“ მზად არის „შვიდიანი“ იანვარშივე გაიფორმოს და 90 მილიონი ევრო გადაიხადოს.
შეთანხმების შემთხვევაში, ტურინული კლუბი რონალდუს გამოყენებას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ვერ შეძლებს.
- 26 ოქტომბერი 2016
- 5 716
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.