ესპანური კლუბები - გუარდიოლას სუსტი წერტილი
ხოსეპ გუარდიოლასთვის ესპანური კლუბები ნამდვილ კოშმარად იქცა...
ფაქტია, რომ ერთ დროს ნადმვილი მონსტრი „ბარსელონას“ შემქმნელი, რომელიც მეტოქეებს მუდმივად ანადგურებდა, დღეს ესპანური კლუბების წინააღმდეგ სერიოზული პრობლემებით გამოდის.
„რეალი“, „ბაიერნი“, „ატლეტიკო“ - გუნდები, რომელიც გუარდიოლას სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.
მას შემდეგ, რაც პეპმა „ბარსელონა“ დატოვა, 3 წლის მანძილზე „ბაიერნის“ მესაჭის ფუნქციას ირგებდა, ახლა კი „სიტი“ ჩაიბარა. კლუბები, ქვეყნები, ქალაქები იცვლება, მაგრამ ესპანურ გუნდებთან თამაშის პრობლემა რჩება.
გუშინდელ პრესკონფერენციაზე გუარდიოლამ აღნიშნა, რომ „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, ყველაზე საშინელი მომენტები, სწორედ მადრიდის „რეალთან“ დაფიქსირდა, როდესაც სამეფო კლუბმა „ბაიერნი“ ყველა ასპექტში დაჩაგრა.“
- 20 ოქტომბერი 2016
- 5 323
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.