მორიგი მატჩი რონალდოს გარეშე
დღეს ღამე სამეფო კლუბი კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს ესპანიოლთან კრიშტიანო რონალდოს გარეშე, პორტუგალიელ ფეხბურთელს მრავალი ცდის მიუხედავად მაინც არ მოეხსნა დისკვალიფიკაცია, რა კორუნიაში რეალმა უკვე ითამაშა მის გარეშე და 19 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა რიაზორზე გამარჯვების მოპოვება, დღეს კი მეტად მნიშვნელოვან მეტოქესთან ეცდება 3 ქულის აღებას, "ბლანკოსს" პორტუგალიელი შემტევი ძალიან დააკლდება.
კრიშტიანო რონალდოში სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ასტრონომიული თანხა გადაიხადა, პორტუგალიელი კი ამ სეზონში უკვე მერამდენე მატჩს ტოვებს. იმის თქმა ნამდვილად ზედმეტია, რომ რონიში გადახდილი თანხა წყალშია გადაყრილი, რადგან როდესაც იგი მოედანზეა, სამეფო კლუბი სულ სხვა ფეხბურთს აჩვენებს. მაგრამ ერთიც სათქმელია, რომ კრიშტიანომ ამის შემდეგ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობდა დისკვალიფიკაციის მოხსნას მაგრამ არაფერი გამოვიდა, რონალდოსთვის ეს წითელი ბარათი პირველი არ იყო ,,ბლანკოსის" შემადგენლობაში, კრიშტიანო მოედნიდან უკვე მეორედ გააძევეს, თუ იგი ასე გააგრძელებს მალე დაამხობს სერხიო რამოსის "რეკორდს". ახალგაზრდა შემტევი უნდა ათვიცნობიერებდეს, რომ იგი გუნდის განუყოფელი ნაწილია და უნდა ისწავლოს ნერვების მოთოკვა, სხვაგვარად მისი დაუდევრობით კვლავ გუნდი დაზარალდება, ახლოვდება სეზონის დასკვნითი ნაწილი სადაც ყველა გუნდს ეწყება ჩავარდნები და ეტყობა დაღლა, სწორედ ამ დროს პორტუგალიელი იქნება უმნიშვნელოვანესი ,,ბლანკოსისთვის", მადრიდში ყველას იმედი აქვს, რომ ესპანიოლის შემდეგ, კრიშტიანო ყველა მატჩში დაეხმარება გუნდს.
- 6 თებერვალი 2010
- 1 341
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.