ზიდანი:„კრიშტიანოსგან სულ გოლის გატანას არ უნდა ველოდოთ“
ზინედინ ზიდანმა ვარშაველებთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფენრეცია გამართა...
„შეტევითი ფეხბურთი ვითამაშეთ. სასტარტო შემადგენლობის დაყენებისას ვფიქრობდი, რომ მეტისმეტად აგრესიული ფეხბურთი უნდა გვეთამაშა და ასეც მოხდა. თითოეული შეგირდის გარჯით კმაყოფილი ვარ.“
„მძიმე შრომამ შედეგი გამოიღო. ბოლო ორ მატჩში 11 გოლის გატანა შევძელით, რაც მარტივი არ არის. კვირას ურთულესი პაექრობა გველის, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ.“
„კრიშტიანო რონალდუს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. პორტუგალიელმა აქტივსი 2 ასისტი ჩაიწერა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.“
„რატომღაც რონალდუსგან ყოველთვის გოლებს ითხოვენ და სხვა ასპექტები ავიწყდებათ. პორტუგალიელისგან მუდამ გოლს არ უნდა ველოდოთ.“
„მსოფლიო ისტორიაში ახალი ფურცლის გადაშლა? პორტუგალიელი მალე გაიტანს 2 გოლს და შეძლებს ფეხბურთში ახალი სიტყვით თქმას.“
„შეტევითი ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდმა კონტრ-შეტევაზე კარგად ასპარეზობაც უნდა იცოდეს, ეს აუცილებელი ასპექტია. მთავარია, კოლექტივს აგრესიული ფეხბურთის თამაში შეუძლია.“
„ისკო? დღეს ხამესის და ასენსიოს დუეტის გამოყენება ვარჩიე. შანსი ყოველთვის ყველას ვერ მიეცემა.“
„როდესაც აგრესიულ ფეხბურთს თამაშობ, მეტ მომენტს ქმნი და მეტი გოლი გაგაქვს, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ მეტოქე გუნდი ჩასაფრებულ პოზიციაში და ნებისმიერ მომენტში შეიძლება სიტუაცია გაამწვავოს.“
„რონალდუსგან ყოველთვის მეტს მოველოდით, ვინაიდან ის კრიშტიანოა, ის გოლეადორია და მუდამ მოწოდების სიმაღლეზე დგას, თუმცა დღეს მისი გაკრიტიკება ნამდვილად ზედმეტია, ვინაიდან ბრწყინვალედ ითამაშა.“
- 19 ოქტომბერი 2016
- 4 609
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.