„რეალის“ შემადგენლობას ერთი ახალი ფეხბურთელი ემატება
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ზინედინ ზიდანმა გადაწყვეტილება მიიღო...
როგორც სჩანს, ზინედინ ზიდანი მარსელოს შემცვლელად კოენტრაუს აღარ მოიაზრებს, ვინაიდან პორტუგალიელს გამუდმებული ტრავმები აქვს.
ბრაზილიელი აბნერი, რომელიც „კასტილიას“ ღირსებას იცავდა, ზიზუს ინტერესის არეალშია მოქცეული. ახალგაზრდა განაპირა მცველს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, საქმე ფეხბურთისთვის თავის დანებებაზეც იყო მისული, თუმცა ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ უნიჭიერესი მოთამაშე არამარტო ფეხბურთში ბრუნდება, არამედ „ბლანკოსის“ მთავარი გუნდის მაისურს მოირგებს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 17 ოქტომბერი 2016
- 4 216
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.