ვარანი:„ძალიან იღბლიანი ვარ, რომ „რეალში“ ვთამაშობ“

ზინედინ ზიდანთან ერთად პრესკონფერენციაზე რაფაელ ვარანი გამოცხადდა და ჟურნალისტებს ესაუბრა...

„ისევ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც „ბეტისთან“. „ვილამარინზე“ დავამტკიცეთ, რომ ძალიან კარგად ასპარეზობა შეგვიძლია. მეტოქეს აგრესიული და ინტენსიური თამაში შევთავაზეთ, იგივეს ვაპირებთ ხვალაც.“

„დღითიდღე ვცდილობ გავუმჯობესდე და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო. ნაყოფიერი პრე-სეზონი მქონდა, ბევრი ვივარჯიშე და ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ.“
„ყოველთვის ვცდილობთ შეტევითი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ დაცვაში ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.“

„ვარშაველები „ბერნაბეუზე“ გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებენ და ეცდებიან საუკეთესო შედეგი დააფიქსირონ, ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს.“

„პრესას ხშირად არ ვეცნობი. შესაბამისად, არ ვიცი რას წერენ ჩემზე და თანაგუნდელებზე, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჟურნალისტებს ხშირად უყვარტ ზღაპრების მოგონება.“

„რამოსის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ მერწმუნეთ, კეპლერ პეპესთან ერთად კარგი დუეტის შექმნა შემიძლია. ჩვენს ხელში დაცვა საიმედოა.“

„ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამდენი წლის განმავლობაში „რეალის“ ღირსებას ვიცავ. რა არის ჩემი ოცნება? მადრიდში დიდი ხნით დარჩენა და ტიტულების მოგება.“

„კარგი გეგმები და იდეები გვაქვს. გუნდი ყველა რგოლში ძლიერდება, გამონაკლისი არც უკანა ხაზია.“

„ლეგიელებთან დაპირისპირებაში ბევრი გოლის გატანას ვეცდებით, მაგრამ დაცვაზე ფიქრიც აუცილებელია. მთავარი მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნება, რომ მთავარი ბალანსია. თუ გუნდი სქემატურად თამაშობს, წარმატება გაცილებით მარტივი მისაღწევია.“

  • Hala
  • 17 ოქტომბერი 2016
  • 2 130
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)