თეთრები ბერნაბეუზე დაუმარცხებლები არიან
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალს" საკუთარ სტადიონზე არცერთ მატჩი არ წაუგია.
სამეფო კლუბი "ესპანიოლის" წინააღმდეგ დანაკლისებით ითამაშებს. პეპეს, გარაის და მეტცელდერს ტრავმები აქვთ და ისინი გუნდს ვერ დაეხმარებიან. ასევე დისკვალიფიკაციის გამო მატჩს გამოტოვებს კრიშტიანო რონალდო. თუმცა სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ტრავმები მოიშუშეს ლასსმა, იგუაინმა, მაჰამადუ დიარამ, ვან დერ ვაარტმა და ფერნანდო გაგომ.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალმა" 10 საშინაო მატჩიდან 10-ვე მოიგო და 32 გოლი გაიტანეს, ხოლო ექვსი ბურთი საკუთარ კარში მიიღეს.
რაც შეეხება "ესპანიოლს", მათ ექვსი მატჩი მოიგეს, ხუთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ცხმა მატჩში მარცხი განიცადეს. ბოლო შვიდ გასვლით მატჩში მათ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხეს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ "ესპანიოლის" ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს სჯერათ, რომ ბერნებეუზე მოახერხებენ სამი ქულის აღებას. შეგახსენებთ, რომ სანტიაგო ბერნებეუზე მათ 1995/96 წლის სეზონის შემდეგ არ გაუმარჯვიათ.
მადრიდის "რეალი" და "ესპანიოლი" ლა ლიგაზე სულ 151-ჯერ შეხვდნენ. აქედან მადრიდელებმა 86 შეხვედრა მოიგეს, 34-ჯერ დამარცხდნენ, ხოლო 31 მატჩი ფრედ დასრულდა.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
სტატიის ავტორი: EL Gio
სტატიის ავტორი: EL Gio
- 6 თებერვალი 2010
- 1 740
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.