ზიდანი:„რონალდუსთან დაკავშირებით არასწორი შეხედულებები არსებობს“
ზინედინ ზიდანმა „ბეტისის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ და მეტოქეს ინტენსიური ფეხბურთი შევთავაზეთ, რამაც შედეგი გამოიღო და საოცარი გამარჯვება მოვიპოვეთ. ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ.“
„მოთამაშეებს მუდამ ვეუბნები, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ძალიან სწრაფად და ინტენსიურად უნდა ვითამაშოთ, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ წარმატებაზე ფიქრს. თითოეულ მატჩში არცერთი წუთი მოდუნება არ შეიძლება.“
„ისკო ალარკონის თამაშით კმაყოფილი ვარ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ესპანელი ნახევარმცველის შრომისუნარიანობა.“
„სხვა გუნდების შედეგებს ყურადღებას არ ვაქცევ, ვინაიდან ეს არაფერს მომცემს. მხოლოდ ჩემი გუნდის წარმატებაზე და მაქიმალური შედეგების ჩვენებაზე ვფიქრობ.“
„ლუკას ვასკესს პოზიცია შევუცვალე და მოედნის ცენტრში თამაში დავავალე, ვინაიდან სხვა გზა არ გვაქვს. ნახევარდაცვაში სერიოზული პრობლემებია. გუნდს მოდრიჩი, კაზემირო და ხამესი აკლია. როგორ ფიქრობთ, ამ დანაკლისის შევსება მარტივია? რა თქმა უნდა არა, ამიტომ ალტერნატიულ ვარიანტებს ვამუშავებთ. ვასკესი უნივერსალია, მისი დაყენება არაერთ პოზიციაზეა შესაძლებელი.“
„მარსელოს დაბრუნდებით ბედნიერი ვარ, ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდისთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს.“
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისკო ალარკონის ულამაზესი გოლი, რომელმაც გულშემატკივრებს დიდი სიხარული მიანიჭა.“
„კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით არასწორი შეხედულებები არსებობს. პორტუგალიელმა გაიტანა, ძალიან პროდუქტიულად ითამაშა და მეტოქეს მუდამ საფრთხეს უქმნიდა. „შვიდიანს“ მეტს ვერაფერს დაავალებ, ის ძალიან ნაყოფიერი იყო და თითოეულ თანაგუნდელს დიდ დახმარებას უწევდა.“
- 16 ოქტომბერი 2016
- 5 809
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.