ზიდანი:„გუნდი სრულ მზადყოფნაშია“
ზინედინ ზიდანმა „ბეტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მე ვფიქრობ, გუნდს არანაირი პრობლემა არ აქვს და „ბეტისის“ დამარცხება თავისუფლადაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ხამესი 100%-ით მზად არ არის, მან განცალკევებით ივარჯიშა. გუნდის ლაზარეთი სავსეა და იმედი მაქვს, მალე დაცარიელდება. ჩვენი მიზანი ხვალინდელი მატჩის მოგებაა.“
„ფეხბურთელები ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი და დამატებითი დატვირთვა მიიღეს, თუმცა მოსამზადებლად რამდენიმე დღე გვქონდა, რომელიც მაქსიმალურად გამოვიყენეთ. წინა კვირაში იმ მოთამაშეებთან ერთად ვატარებდი წვრთნებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნებიდან არ დაუძახეს.“
„მე არ ვარ ჯადოქარი, შესაბამისად არ შემიძლია ანგარიშის გამოცნობა და ასე შემდეგ, მაგრამ ღრმად მწამს, გამარჯვება შეგვიძლია.“
„მარსელო მოედანზე გავა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მზად არის, ამიტომ მისი უთამაშებლობის მიზეზი არ არსებობს.“
„ლა ლიგაში იოლად დასამარცხებელი გუნდი არ არსებობს. თუ გსურს გამარჯვება, მაღალ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე და ბოლომდე დაიხარჯო, სხვაგვარად შედეგს ვერ მიაღწევ.“
„რთული მომენტები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოსავალი არ უნდა მოძებნო და მოვლენების განვითარებას მშვიდად ვუყურო. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ.“
„რამოსის სახით უდიდესი დანაკლისი გვყავს, ის ღირსეული კაპიტანი და მოტივატორია. ვეცდები, არსებული რესურსი გამოვიყენო და სერხიოს სრულფასოვანი ჩანაცვლება მოვახერხო.“
- 14 ოქტომბერი 2016
- 3 028
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.