„რეალი“ კროოსს საოცნებო კონტრაქტი შესთავაზებს
მადრიდის „რეალს“ ტონი კროოსთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს....
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელ მოთამაშეს კლუბთან ხელშეკრულება კიდევ რამდენიმე წლით აკავშირებს. ფლორენტინო პერესი მის შენარჩუნებაზე უკვე ფიქრობს და ახალი კონტრაქტის ფორმირებას ახდენს.
წინასწარი ინფორმაციით, პერესი მზად არის, ტონის წლიურად 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.
გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლებში ფეხბურთელების ხელფასებმა მკვეთრად იმატა, „ბლანკოსს“ სიტუაცია კონტროლზე აქვს აყვანილი და ხვდება, რომ ამჟამინდელი ხელშეკრულებით ფონს ვერ გავა.
მაგალითად მიულერის წლიური ხელფასი 15 მილიონია, გიუნდოგანის 12 მილიონი, ბასტიან შვაინშტაიგერის 14 მილიონი და ასე შემდეგ.
იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება შედგა და ტონიმ გაახანგრძლივა, გერმანელი მოთამაშე 6 წელიწადში მხოლოდ ხელფასის სახით 120 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
- 12 ოქტომბერი 2016
- 2 791
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.