მიზეზი, თუ რატომ არ დახარჯა „რეალმა“ ფული ზაფხულში
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია იწყება...
პროექტის ღირებულება 380-იდან 400 მილიონ ევრომდე მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალის“ ბიუჯეტს საკმაო შეთხელება მოუწევს.
ესპანური გამოცემები სწორედ ამაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ გასულ ზაფხულს ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელების დამატებაზე სწორედ იმიტომ თქვა უარი, რომ ფინანსები შეენარჩუნებინა.
მადრიდში ფიქრობენ, რომ განახლებული ბერნაბეუ გამოადგება როგორც გუნდს, ასევე სრულიად მადრიდის ტურისტულ ხაზს, ვინაიდან ინტერესი ძალიან დიდი იქნება.
ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციას მხარს უჭერს მადრიდის მერიაც, რომელიც ყველანაირ მექანიზმს იყენებს იმისათვის, რომ პერესმა გეგმა სრულფასოვნად შეასრულოს.
- 12 ოქტომბერი 2016
- 6 081
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.