შეთანხმება შედგა
"მადრიდის რეალსა" და ქალაქ მადრიდის მერიას შორის "სანტიაგო ბერნაბეუს" მოდერნიზაციასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა
"მადრიდის რეალმა" და ქალაქ მადრიდის მერიამ მიაღწიეს შეთახნმებას "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმების პრეზენტაცია მოახდინეს დღეს "მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, ქალაქ მადრიდის მერმა მანუელა კარმენა, მდგრადი ურბანული განვითარების დელეგატმა ხოსე მანუელ კალვომ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ "მადრიდის რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრები
ფლორენტინო პერესმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას, როგორც კლუბისთვის , ასევე ქალაქისთვის:
"დღეს "მადრიდის რეალისთვის" ძალზედ მნიშვნელოვანი დღეა. ეს ბედნიერი დღეა ყველასთვის, ვინაიდან ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას , რაც "სანტიაგო ბერნაბეუს" დრამატულ ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს. ყველამ ვიცით, რომ მოედანი ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა და სწორედ ამიტომ, გვინდა , რომ ის მსოფლიოში საუკეთესოს ვაქციოთ, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს დედაქალაქს"
"მოედანი თანაბრად იმოქმედებს , როგორც კლუბის, ასევე ქალაქის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ტურისტების მოზიდვის გზით. გეგმა, რომელიც შეთანხმდა , ასევე მნიშვნელოვანია მოედნისთვისაც. დღეიდან ჩვენ ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ გვექნება საუკეთესო მოედანი და ის იქნება "მადრიდის რეალისთვის", ჩვენი გულშემატკივრებისთვის და დედაქალაქისთვის."
მანუელა კარმენა
"ძალზედ მნიშვნელოვანი შეთანხმებაა მადრიდისთვის. მოხარული ვარ , რომ მონაწილეობას ვღებულობ ამ შეთანხმებაში, ვინაიდან ის ძალზედ ბევრს ნიშნავს ქალაქისთვის და "მადრიდის რეალისთვის". წინ სიარული გვსურს და ამისთვის აუცილებელია შეხვედრა, მოსმენა და გაგება. ეს შეთანხმება სწორედ კონსესუსის შედეგია და ხელს შეუწყობს, როგორც ქალაქის ურბანულ განვითარებას ასევე მოედნის მოდერნიზაციასაც.
წყარო: Realmadrid.com
- 11 ოქტომბერი 2016
- 5 864
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.