მარიანო:„„რეალიდან“ წასვლას არ ვგეგმავ“
ახალგაზრდა მარიანომ ჟურნალისტებთან მადრიდულ ცხოვრებაზე ისაუბრა...
„ესპანეთის დედაქალაქში ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ და ღრმად მწამს, რომ „რეალში“ ფეხის მოკიდება შემიძლია, ეს ყველაფერი დროის და ძალიან დიდი შრომის საკითხია.“
„ზაფხულში რამდენიმე კლუბთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, მაგრამ ყველა გუნდი რანგით დაბალი იყო, იქ ნამდვილად შემეძლებოდა გაცილებით მეტი სათამაშო წუთის მიღება, მაგრამ „მერენგებში“ დარჩენა და ბრძოლა გადავწყვიტე.“
„ჩემი კონკურენტები მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან, მაგრამ ეს მოტივაციას მიზრდის და ძალიან დიდ ძალას მაძლევს.“
- 7 ოქტომბერი 2016
- 1 278
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.