მორატა:„„ბარსელონას“ პრინციპულ მეტოქედ არ მივიჩნევ“
ალვარო მორატა ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, მას „ფურია როხასთან“ დაკავშირებით არაერთი კითხვა დაუსვეს, თუმცა ჟურნალისტთა გარკვეულმა კატეგორიამ კვლავ „ელ კლასიკოზე“ და საკლუბო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება...
„ლა ლიგაში ყველაფერი კარგად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 მატჩი ფრედ დავასრულეთ და შესაძლო 9 ქულიდან მხოლოდ 3 ქულას მოვუყარეთ თავი, ლიდერის სტატუსს „ატლეტიკოსთან“ ერთად ვინარჩუნებთ.“
„კატალონიის „ბარსელონას“ პრინციპულ მეტოქედ არ მივიჩნევ, ამ გუნდში უამრავი მეგობარი მყავს. აუცილებელია ცხოვრებისა და სპორტის ერთმანეთისგან გამიჯვნა, ისინი ჩემი მტრები არ არიან.“
- 5 ოქტომბერი 2016
- 4 252
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.