ზიდანი:„„რეალი“ კრიზისში“ არ არის“
ზინედინ ზიდანმა „ეიბართან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ კიდეც. პირველივე წუთებზე ბურთის მიღება ნამდვილად არ შედიოდა ჩვენს გეგმებში. მეორე ნახევარი უფრო პროდუქტიული იყო, გუნდი გააზრებულ შეტევებს ახორციელებდა და მაქსიმალურად ცდილობდა ძალების მობილიზებას. ბალანსი აუცილებელია, 90 წუთის მანძილზე კარგად უნდა ვიყოთ მობილიზებულნი და ვეცადოთ არცერთი მომენტი არ გაგვეპაროს.“
„ხამესის ტრავმა დამატებითი პრობლემაა. კოლუმბიელი გუნდს სჭირდება. ახლა ნაკრებების შეხვედრები იწყება, აქედან გამომდინარე, დაახლოებით 10 დღე მაქვს იმისათვის, რომ გუნდი გადავაწყო.“
„მადრიდის „რეალი“ კრიზისში არ არის, აქედან გამომდინარე, პანიკის ტონით ვერ ვისაუბრებთ. ახლა მხოლოდ ოქტომბერია, ყველაფერს სეზონის ბოლოს ვიხილავთ. გუნდი ინტენსიურ ვარჯიშებს გადის და ცდილობს, საუკეთესო კონდიციაში შევიდეს.“
„ყველაზე მნიშვნელოვანი ინტენსიური თამაშია, სხვაგვარად ვერაფერს მოვახერხებთ. თითოეული შეცდომა უნდა გაანალიზდეს და დეტალებს ყურადღება მიექცეს.“
„გვჭირდება მკაფიო გადაწყვეტილებები. ამიტომ ძალიან ბევრი სიახლის ათვისება მოგვიწევს.“
„ხამეს როდრიგესის დაზიანებამ ინტენსივობა აღარ შეგვანარჩუნებინა.“
„ბედნიერი და კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები, ვინაიდან ლა ლიგაში ზედიზედ მესამე დაპირისპირებაში ფრე დავაფიქსირეთ. რთული მომენტია, მაგრამ ჩემი კოლექტივი პროფესიონალებითაა სავსე. ყველაფერი მოგვარდება.“
„კარიმის მდგომარეობით კმაყოფილი არ ვარ. ფრანგ ფეხბურთელს მუხლზე მაინც პრობლემები აქვს. ასევე სრულ მზადყოფნაში არ არის რაფაელ ვარანი. ცენტრალურ მცველს მუშაობა მართებს.“
- 3 ოქტომბერი 2016
- 5 102
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.