რელანო:„ისტორია მეორდება“
ალფრედო რელანომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების ტრავმებზე ისაუბრა...
„როგორც სჩანს, ისტორია მეორდება და ზიზუს შარშანდელი სცენარით მოუწევს ხელმძღვანელობა.“
„უბრალოდ წარმოუდგენელია სეზონის სტარტზე ამდენი ფეხბურთელის დაზიანება. არ ვიცი, რა ხდება სამედიცინო შტაბში, რაზე ფიქრობენ მადრიდელები, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემები ურთულესი გახლავთ.“
„ყველაზე დიდი დანაკლისი კაზემიროა, ვინაიდან გუნდში მისი შემცვლელი არ არსებობს. ასევე დიდი პრობლემაა მოდრიჩიც, მაგრამ კოლექტივში ირიცხებიან ისეთი კალიბრის ფეხბურთელები, რომელსაც ხორვატი ნახევარმცველის შეცვლა შეუძლიათ.“
„იმედი მაქვს, „ბლანკოსის“ ტრავმიანობის ხანას წერტილი დროულად დაესმება.
- 2 ოქტომბერი 2016
- 3 072
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.