არანსაბალი ადასტურებს, რომ ლა ლიგის პრეზიდენტობა სურს

არანსაბალი ადასტურებს, რომ აქვს უკვე საჭირო რაოდენობის კლუბების თანხმობა. ასევე ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მის კანდიდატურას მხარს "მადრიდის რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უჭერს.

ალექს არანსაბალმა დაადასტურა თავისი სურვილი მონაწილეობა მიიღოს ლა ლიგის პრეზიდენტის არჩევნებში, სადაც ასევე მონაწილეობს მოქმედი პრეზიდენტი ხავიერ ტებასი.

"ეიბარის" ყოფილმა პრეზიდენტმა 2009-2016 წლებში დაადასტურა თავის სოციალურ ქსელში მისი სურვილი, ხოლო გამომცემლობა AS-მა კი აღნიშნა, რომ მას უკვე აქვს 11 კლუბის თანხმობა, რომ წარადგინონ კანდიდატატ.

მიუხედავად იმისა, რომ 11 კლუბი მას წარადგენს, ეს სულაც არ ნიშნავს , რომ ისინი მას მხარს უჭერენ. ისევ გამომცემლობა AS-ზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანსაბალს მხარს უჭერს "მადრიდის რეალი" (ფლორენტინო პერესსა და ტებესს შორის ძალიან დიდი აზრთა სხვაობაა), "ეიბარი", "ატლეტიკი" და "სევილია". ასევე შესაძლოა მათ შეუერთდეს "სელტა"

ხავიერ ტებესმა კი თავის მხრივ წინა კვირას განაცხადა, რომ არანსაბალს არც შესაბამისი გამოცდილება და არც შესაბამისი ხასიათი აქვს ლა ლიგის პრეზიდენტობისთვის.

  • shvela
  • 29 სექტემბერი 2016
  • 2 341
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (296)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)