France Football-ი ბენზემას დაბრუნების მომხრეა
France Football-ი წინასწარ აქვეყნებს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების იმ 23 ფეხბურთელის სიას, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღო ეროვნული ნაკრების მიერ ჩასატარებელ საკვალიფიკაციო შეხვედრებში.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების განაცხადი დღეს გახდება ცნობილი. მანამდე კი პოპულარული ფრანგული გამომცემლობა France Football-ი აქვეყნებს 23 კაციან სიას, რომელშიც "მადრიდის რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემაცაა შესული. გამომცემლობა აცხადებს, რომ კარიმ ბენზემა იმსახურებს მორიგ შანსს.
აღნიშნულის საპირისპიროდ მეტყველებს France Football-ზე ჩატარებული გამოკითხვა, სადაც გულშემატკივრების აზრი ორად არის გაყოფილი. 49% მომხრეა, რომ ბენზემა დაუბრუნდეს ნაკრებს, ხოლო 51% ამის წინააღმდეგია.
ბენზემას ეროვნულ ნაკრებში 2015 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია
- 29 სექტემბერი 2016
- 1 655
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.