რამოსი:„საპანიკო არაფერია, მშვიდად ვართ“
სერხიო რამოსმა გერმანელ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„მშვიდად ვართ. საპანიკო ნამდვილად არაფერია. ლა ლიგაში პირველ ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის თავზე კი 4 ქულას ვაგროვებთ და ლიდერის პოზიციას „დორტმუნდთან“ ვინაწილებთ.“
„ვიცი, რომ „რეალის“ ქომაგებისთვის ზედიზედ 3 ფრე მიუღებელია, მაგრამ გუნდი წელიწადში დაახლოებით 60 თამაშს თამაშობს და ყველას ნამდვილად ვერ მოიგებს.“
„ყველას ვთხოვ, პანიკაში ნუ ჩავარდება და ნაჩვენებ შედეგებს გაგებით მოეკიდოს. მერწმუნეთ, მოგებების სერიის დაწყება ყველაზე მეტად ჩვენ გვსურს.“
- 28 სექტემბერი 2016
- 2 225
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.