ზიდანი:„ეს არ იყო სამართლიანი შედეგი“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „დორტმუნდთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდმა კარგად ითამაშა, როგორც შეტევის ასევე დაცვის ხაზში, ყველა ფეხბურთელი ძალიან მობილური იყო, მაგრამ არ გაგვიმართლა, რამაც გული დამწყვიტა. ეს არ იყო სამართლიანი შედეგი, მადრიდული გუნდი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო.“
„ლა ლიგის ბოლო ტურში შეხვედრა ნაკლები კონცენტრაციით დავიწყეთ და დავისაჯეთ კიდეც. გერმანიაში ანალოგიური არ განვითარებულა.“
„გერმანიაში თამაში იოლი არ არის, თუმცა 3 ქულის მოპოვება გვსურდა და შეგვეძლო კიდეც.“
„ხამეს როდრიგესმა საკმაოდ ნაყოფიერად ითამაშა და შეტევებს ხშირად ამწვავებდა, კოლუმბიელმა მოვალეობებს თავი კარგად გაართვა.“
„კეილორ ნავასის დაბრუნება ნამდვილად გრანდიოზული იყო. კოსტარიკელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის მეკარეა, მას ხომ თითქმის 4 თვეა არ უთამაშია.“
„ვარანის შემთხვევა ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება დამართნოდა, აქედან გამომდინარე, მისი ბრალი არაფერია. ფრანგმა ძალიან ბევრი მომენტი განმუხტა და დადებითად ვაფასებ.“
„ჩვენ პროფესიონალები ვართ და არ გვსურს ემოციებს ავყვეთ, გუნდი მუშაობას აგრძლებს. ღრმად გვწამს ჩვენი ძალების.“
- 28 სექტემბერი 2016
- 5 255
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.