კარვახალი:„გერმანია ჩემთვის უცხო არ არის“
დანიელ კარვახალმა „დორტმუნდთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა...
„გერმანიაში ჩემთვის უცხო არ არის. იგივეს თქმა შემიძლია დორტმუნდის „ბორუსიაზე“, რომლის წინააღმდეგ ძალიან ბევრი მატჩი მაქვს გამართული, როგორც მადრიდის „რეალის“, ასევე ლევერკუზენის „ბაიერის“ რიგებში.“
„ბუნდესლიგაში გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება, გერმანიაში უდიდესი გამოცდილება მივიღე, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში დამეხმარა და დღეს „ბლანკოსის“ მნიშვნელოვნად წევრად ვითვლები.“
„გუნდი ცუდ ფორმაში არ არის. ვინც ფიქრობს, რომ ესპანეთის ლა ლიგაში ნაჩვენები ბოლო შედეგები რამის განმსაზღვრელია ძალიან ცდება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვიცით, რომ გაგვიჭირდება, ვინაიდან მასპინძლები საშინაო არენაზე იასპარეზებენ, მაგრამ ჩვენ „ბლანკოსი“ ვართ. გუნდი, რომლისგანაც ყოველთვის წარმატებას ითხოვენ.“
„ჩემთვის თითოეულ დაპირისპირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ვაცნობიერებ, რომ მადრიდის „რეალის“ გერბისქვეშ ვთამაშობ.“
- 26 სექტემბერი 2016
- 1 688
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.