ლიგის არბიტრის ვინაობა ცნობილია
"UEFA-მ" ოფიციალურად გაასაჯაროვა იმ არბიტრის ვინაობა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის "რეალისა" და "დორტმუნდის" შეხვედრას განსჯის.
მადრიდის "რეალისა" და "დორტმუნდის" ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების მთავარი არბიტრი, მარკ კლატენბურგი იქნება.
აქამდე ყველა მოელოდა, რომ მთავარი არბიტრი ამ შეხვედრისა, ბას ნიჰუისი იქნებოდა, თუმცა ჰოლანდიელი მსაჯი, როგორც ვიგებთ, ფრანგული "ლიონისა" და "სევილიას" შეხვედრას განსჯის.
კლატენბურგი 2006 წლიდან არის ფიფას საერთაშორისო მსაჯი. ის აქამდე არბიტრი ყოფილა: 2012 წლის საფეხბურთო ოლიმპიადის ფინალში, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ერთმანეთს "ატლეტიკო" და "რეალი" შეერკინენ.
რაც შეეხება ნიჰუისს, მან პოპულარულობა 2011 წლის 21 დეკემბერს მოიპოვა, როდესაც "ალკმაარის" მეკარე გააძევა მოედნიდან, რომელმაც მინდორზე შემოვარდნილ "აიაქსის" გულშემატკივარს, მუშტი უთავაზა.
Marca.Com
- 25 სექტემბერი 2016
- 1 973
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.