კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე ცუდი სეზონის დასაწყისი "რეალში"
კრიშტიანუ რონალდუს სეზონი საშინლად დაიწყო და მას "რეალში" ყოფნის განმავლობაში, ამაზე ცუდი სეზონის დასაწყისი, ჯერ არ ჰქონია.
2009/10 წლის სეზონიდან, მაშინ როდესაც მადრიდის "რეალმა" იმ დროისთვის რეკორდული სატრანსფერო თანხა გადაიხადა პორტუგალიელის სანაცვლოდ, სამეფო კლუბის სუპერვარსკვლავი, ახალ სათამაშო კამპანიას მუდმივად გოლების გატანით იწყებდა.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გატარებული დროის მანძილზე, კრიშტიანუს, პირველი 6 შეხვედრის განმავლობაში, ასეთი დაბალი გოლების რაოდენობა ჯერ არ ჰქონია.
მისი უკანასკნელი "რეკორდი" 2010/11 წლის სეზონიდან მოდის, როდესაც პორტუგალიემა 5 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.
რონალდუს საუკეთესო მაჩვენებელი კი 2014/15 წლის სეზონში იყო, როდესაც მან საწყისს მატჩებში, მთლიანად, 10-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარები.
საბოლოოდ კი გეტყვით, რომ ამ სეზონში, რონალდუს მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი ისიც "ოსასუნას" წინააღმდეგ, რაც მისთვის, საკმაოდ უჩვეული რამაა.
Marca.com
- 25 სექტემბერი 2016
- 4 574
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.