ბუტრაგუენო: "წინა შეხვედრის შედეგი, მადრიდის "რეალისთვის" უსამართლოა"
საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგუენომ მედიასთან ისაუბრა "ლას პალმასთან" შეხვედრის შემდეგ და განაცხადა, რომ სამეფო კლუბი, კანარის კუნძულების 3 ქულით დატოვებას იმსახურებდა.
"გუნდმა დაიმსახურა მოგება და მე ნამდვილად ვთვლი, რომ ფრე, "რეალისთვის" უსამართლო შედეგია. ჩვენ 90 წუთი ვაკონტროლებდით შეხვედრას და მათ ბოლო წუთებზე გაგვიტანეს გოლი."
"მთლიანობაში "რეალი" უკეთესი გუნდი იყო, თუმცა შედეგი იგივეს არ ამბობს. ჩვენ არაერთხელ გავარღვიეთ მოწინააღმდეგის დაცვა და უპირატესობაც მოვიპოვეთ საჯარიმოში, თუმცა სიზუსტე დაგვაკლდა."
"ჩვენ მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ვდომინირებდით, წინ გასვლაც კი მოვახერხეთ გოლით, რაც ყველაზე რთული რამაა."
"კიკო კასილია საკმაოდ უიღბლო იყო ამ შეხვედრაში, რადგან მან "ლას პალმასის" ერთადერთი შანსი ვერ მოიგერია."
როდესაც 4 დაკარგული ქულის შესახებ ბოლო 2 მატჩის განმავლობაში, ბუტრაგუენოს კითხვა დაუსვეს, მან განაცხადა, რომ "რეალი" ბოლო ორივე შეხვედრის მოგებას იმსახურებდა და ისიც დაამატა, რომ ფეხბურთელები და ფანები, ახლა ყველაზე მეტად, "დორტმუნდის" წინააღმდეგ შეხვედრას უნდა ელოდნენ.
საბოლოოდ კი ბუტრაგუენომ რონალდუს გაცხარებაზე, შემდეგი რამ თქვა:"ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, ზიდანს ევალება. დირექტორთა საბჭო უარს ამბობს მწვრთნელის არჩევანზე რაიმე განცხადება გააკეთოს, მაგრამ მე მესმის, რომ მოთამაშეებს ყველა შეხვედრაში უნდათ მონაწილეობის მიღება." - განაცხადა ბუტრაგუენომ.
Marca.com
- 25 სექტემბერი 2016
- 1 888
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.