რონალდუ დედამ გაამხნევა
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, დედამ გაამხნევა მას შემდეგ, რაც ზიდანმა რონალდუ "ლას პალმასთან" შეხვედრაში, მოედნიდან გაიყვანა.
61 წლის ქალბატონმა, რომელიც სოციალურ მედიაში აქტიურობით გამოირჩევა, პოზიტიურობის გავრცელება, შემდეგი სიტყვებით გადაწყვიტა: "არასდროს ჩამოიხრჩო თავი."
პორტუგალიელი ვარსკვლავი, ლუკას ვასკესით შეცვლის შემდეგ, სათადარიგო სკამზე არაკომფორტულად გამოიყურებოდა და მისმა წუხილმა პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც "ლას პალმასმა", 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი", ლა ლიგის ცხრილში ისევ პირველ ადგილს იკავებს, მის შემდეგ კი "ბარსელონა" მოდის, რომელიც სამეფო კლუბს, 1 ქულით ჩამორჩება.
- 25 სექტემბერი 2016
- 4 649
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.