რა ხდება კრიშტიანო რონალდუს ირგვლივ?
რა ხდება კრიშტიანო რონალდუს ირგვლივ? კითხვა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში იბრძვის...
პორტუგალიელი ფეხბურთელი აშკარად ამოვარდნილია ფორმიდან, რაც პირდაპირ აისახება მადრიდის „რეალის“ შედეგებზე.
ფაქტია, რომ ზიზუს გუნდი უკვე ორი ტურია ძალიან ცუდად გამოდის და ლიდერობა ფაქტობრივად, გაანიავა.
გუშინ ფრანგმა ლეგენდამ „შვიდიანი“ მოედნიდან გაიყვანა, რასაც გარკვეული კატეგორიისგან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას მთელი თამაშის მანძილზე საერთოდ არაფერი გამოსდიოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაუღალავი შრომით, რონალდუ კვლავაც შევა ფორმაში და დღევანდელი მდგომარეობა დროებითია, რაც პრე-სეზონის არქონამ განაპირობა.
მადრიდისტებს კრისის იმედი აქვთ.
- 25 სექტემბერი 2016
- 5 635
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.