ზიდანის "რეალი" ისევ წაბორძიკდა
მადრიდის "რეალმა", ბოლო 1 კვირის განმავლობაში უკვე 4 ქულა დათმო, რაც ზედიზედ ორი ფრის დამსახურებაა.
მარკო ასენსიომ შეხვედრის დაწყებიდან 33 წუთში, მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა შეძლო, თუმცა როგორც იტყვიან, ჯერ "ლოს ბლანკოსს" ზეიმიც კი არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც 5 წუთის შემდეგ პირველი გოლიდან, "ლას პალმასის" მხრიდან, ტანამ, კასილიას კარი აიღო, რაც უმეტესწილად დაცვაში ცუდი თამაშის დამსახურება იყო.
მეორე ტაიმში, ზიდანმა ასენსიო გაიყვანა მოედნიდან და მის ნაცვლად, ქარიმ ბენზემა შემოიყვანა. 65-ე წუთიდან, მადრიდულმა კლუბმა მოწინააღმდეგის ნახევარზე, ნამდვილი შტურმი მოაწყო, რასაც ფრანგი თავდამსხმელის გოლი და "რეალის" წინ გასვლა მოჰყვა.
მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, შეცვლაზე შემოსულმა სერხიო არაუხომ, დრამატული გოლი გაიტანა და "ლას პალმასს" 1 ქულა მოუპოვა.
დიდი გავლენა იქონია შეხვედრაზე ასევე მარსელოსა და კაზემიროს არ ყოფნამ, რომლებმაც მატჩი ტრავმის გამო გამოტოვეს. უნდა ვაღიაროთ, რომ სტუმრები მოწოდების სიმაღლეზე არ იყვნენ დაცვაში, რამაც როგორც უკვე გითხარით, მეორე გოლის გაშვება გამოიწვია.
არ უნდა გამოგვრჩეს ასევე ალვარო მორატამ, რომელმაც ტონი კროოსის ჩაწოდებული ბურთი, თავით გადაგზავნა კარებში, თუმცა სწორედ ამ დროს, არაჩვეულებრივი "სეივი" შეასრულა "ლას პალმასის" მეკარემ, ხავი ვარასმა.
მადრიდული კლუბი, თამაშის დასაწყისიდანვე სცდილობდა შორეული დარტყმებით გადაერტვირთა მოწინააღმდეგე. ალვარო მორატას კი უწევდა საჯარიმოში იმ მცირედით რაიმეს შექმნა, რასაც ის თანაგუნდელებისგან დახმარების სახით იღებდა.
კასილიამ მიუხედავად 2 გაშვებული გოლისა, მაინც მოახერხა რამდენიმეჯერ დარტყმული ბურთის აღება ჯერ ჯონათან ვიერასგან და შემდეგ ტანასგან.
როდესაც უკვე ჩვეულებრივი გზებით "რეალი" ვერაფერს გახდა, მადრიდულმა კლუბმა, ნაჩოს რეიდით ისარგებლა მარცხენა ფლანგზე, რომელმაც ვარასის კარისკენ ბურთი შორეული მანძილიდან გადაგზავნა, ვარასმა ბურთის სრულად მოგერიება ვერ მოახერხა, სამაგიეროდ კი ასხლეტილ ბურთთან ასენსიო გაჩნდა, რომელმაც თაურით მოწინააღმდეგის კარი აიღო.
5 წუთის შემდეგ ამ გოლიდან კი როგორც გითხარით, "ლას პალმასის" მხრიდან, მომომ, საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომლის მოგერიებაც ვარანმა ვერ შეძლო და შედეგად ტანას მიეცა საშუალება იმისა, რომ აუღელვებლად გადაეგზავნა ბურთი მოწინააღმდეგის კარში, რითაც მან ანგარიში 1:1 გახადა.
"რეალის" შეტევაში მაინც ყველაზე სახიფათო გარეტ ბეილი იყო, რომელმაც პირველი ტაიმის დასასრულსა და მეორე ტაიმის დასაწყისში, ვარასის კარი შეუჩერებელი დარტყმებით დაბომბა.
რონალდუმ 56 წუთზე "ლას პალმასის" კარში გოლის შეგდება მოახერხა, თუმცა მსაჯებმა მალევე გვამცნეს იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი თამაშგარე ზონაში იმყოფებოდა და შესაბამისად, გოლიც გაუქმდა.
"ლიონის" ყოფილ თავდამსხმელს (ბენზემას) ჰქონდა შანსი იმისა, რომ გოლი გაეტანა, თუმცა მისი დარტყმულის მოგიერება ვარასმა მოახერხა. ამ მომენტიდან 2 წუთის შემდეგ, ალვარო მორატამ ცენტრში რეიდი შეასრულა და რონალდუს გადააწოდა ბურთი, პორტუგალიელის დარტყმა მართალია ვარასმა მოიგერია, თუმცა ის ბენზემას მიუვიდა, რომელმაც ბურთი ბადეში გადაგზავნა და "რეალი" დააწინაურა.
როდესაც ზიდანმა რონალდუ გაიყვანა, უკვე აშკარა იყო, რომ "რეალი" 3 ქულას აიღებდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, 85-ე წუთზე, აიტამამ სუპერ ჩაწოდებით, არაუხო მონახა, რომელმაც კასილიას კარი მარტივად აიღო.
არგენტინელის პირველი დარტყმა მართალია კასილიამ მოიგერია, თუმცა ესპანელმა გოლკიპერმა ბურთის ხელებში შემაგრება ვერ შეძლო და მეორე ცდაზე, არაუხომ უკვე მოახერხა გოლის გატანა, ამან კი "ლას პალმასს" ფრე მოუტანა.
- 25 სექტემბერი 2016
- 2 822
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.