ზიდანი:„წინ სერიოზული პრობლემები გვაქვს, რონალდუ კი ავად არის“
ზინედინ ზიდანმა „ესპანიოლთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მზად ვართ ხვალ სათამაშოდ. მადრიდის „რეალს“ წინ დიდი პრობლემები აქვს, ვინაიდან გარეთ ბეილი და კრიშტიანო რონალდუ არ იქნებიან, თუმცა მე მყავს კარგი გუნდი, რომელსაც შეუძლია ლიდერების გარეშე თამაში და გამარჯვება.“
„კრიშტიანო რონალდუ ავად არის, მას ყელის ტკივილი აწუხებს და ტემპერატურა აღენიშნება, ამიტომ კატალონიაში არ ითამაშებს.“
„ჯგუფი მენტალურად ძალიან ძლიერია. გარეთ ბეილმა წინა მატჩში დაზიანება მიიღო, მას სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ გარისკვა არ ღირს, ვინაიდან ასეთი რანგის მოთამაშები მომდევნო პაექრობებში აუცილებლად დაგვჭირდება. ჩვენ ყოველ 3 დღეში ერთხელ ვასპარეზობთ, ამიტომ როტაცია აუცილებელია.“
„მირჩევნია ბეილი ხვალ გამოგვაკლდეს, ვიდრე პრობლემები შეექმნას და მომდევნო მატჩებში ვეღარ გავიდეს მოედანზე.“
„რესურსი ნამდვილად გვაქვს. სეზონში დაახლოებით 60 მატჩის ჩატარება გვიწევს, რაც ძალიან სერიოზული მაჩვენებელია, ამიტომ შანსი აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს მიეცემა. როტაცია აუცილებელია, სხვაგვარად გუნდი გადაიღლება. ყველა ფეხბურთელ ვეუბნები, რომ უდიდეს ძალას სწორედ თითოეული მათგანის მონდომებით ვქმნი.“
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომდევნო ტურში გამარჯვებას მივაღწიოთ და რეკორდი დავამყაროთ, პირადი მაჩვენებელი უკვე გავაუმჯობესეთ, ახლა კი გვსურს, რომ მეტოქეებზე საოცარი შედეგი ვაჩვენოთ.“
„მადრიდის „რეალის“ სასტარტო შემადგენლობის თავდასხმის ნაწილი ბეილისგან, ბენზემასგან და რონალდუსგან შედგება, მაგრამ თუ ისინი მზად არ იქნებიან, BBC მუდამ მოედანზე ვერ გამოჩნდება. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს მორატა, ვასკესი და სხვები.“
„ხამესი ფოკუსირებული და მონდომებულია, კოლუმბიელი ფეხბურთელი ბრწყინვალედ ირჯება და ჩემს პატივისცემას იმსახურებს. „ათიანმა“ ძალიან მოუმატა.“
„არ ვიცი, როდის დაბრუნდება კეილორ ნავასი, მაგრამ კასილია საიმედო მეკარეა, ესპანელი კარის დარაჯი ბოლომდე იხარჯება.“
„კარიმ ბენზემა ხვალ მოედანზე გავა და გუნდი დახმარებას ეცდება, ფრანგის აღდგენითმა პროცესმა ნაყოფიერად ჩაიარა.“
„ბედნიერი ვარ, რომ რაფაელ ვარანი მადრიდის „რეალში“ ირიცხება. ფრანგი ფეხბურთელის პროგრესი აშკარა და თვალნათლივია, ის მატჩიდან მატჩამდე უმატებს და გუნდის დაცვით პოტენციალს უფრო სოლიდურს ხდის.“
- 18 სექტემბერი 2016
- 9 854
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.