ზიდანი:„არ ვიცი შეძლებს თუ არა რონალდყ 90 წუთის მოედანზე გატარებას“

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა...

„სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგას ისე ვიწყებთ, რომ კეილორ ნავასი და ფაბიო კოენტრაუ მწყობრში არ არიან, თუმცა სხვა მხრივ, პრობლემები არ არის. ფეხბურთელებით 100%-ით მზად არიან. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება და აქტივში 3 ქულის ჩაწერაა. ჩემპიონთა ლიგის თითოეულ პაექრობას უდიდესი შემართებით ვხვდებით.“
„ევროპაში არაერთი გრანდია, რომელიც ჩემპიონთა თასის მოგებაზე აცხადებს პრეტენზიას, შესაბამისად უდიდესი კონკურენცია არსებობს. „ბლანკოსი“ ყველაფერს გააკეთებს ტიტულის დასაცავად. ლიგას არაერთი „ახალწვეული“ ჰყავს, აქედან გამომდინარე მოტივაცია პიკს მიაღწევს. საკმაოდ ძლიერ გუნდს ვხვდებით და მობილიზება მოგვიწევს.“
„არ ვიცი ითამაშებს თუ არა კრიშტიანო რონალდუ 90 წუთს. ლა ლიგის მესამე ტურში პორტუგალიელის შეცვლა გადავწყვიტე, რადგან რისკი არსებობდა. თუ ამის საჭიროება „პორტუგალიელთა“ წინააღმდეგაც დადგა, შემტევი მოედანს დატოვებს. უნდა გავიხსენოთ, რომ რონალდუს 60 დღის მანძილზე არ უვარჯიშია და პრე-სეზონიც გამოტოვა. სიფრთხილე გვმართებს.“

„პორტუგალიელთა წინააღმდეგ თამაში სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ამ გუნდში რონალდუმ ბრწყინვალე კარიერა დაიწყო. რა თქმა უნდა ემოციური მატჩი იქნება, მაგრამ კრისი პროფესიონალია და ის მაქსიმუმს გაიღებს.“

„წელს უნდა დავადასტუროთ, რომ შარშანდელი ტრიუმფი ჩვენ გვეკუთვნოდა. ამიტომ ღირსეული თამაში გვმართებს. მე, როგორც მწვრთნელს უდიდეს ზეწოლას ვგრძნობ, ასე არიან ფეხბურთელებიც და ეს ბუნებრივია, რადგან მადრიდის „რეალს“ ყოველთვის მოგებას სთხოვენ.“

„მოთამაშეებმა იციან ჩემი გეგმები და იდეები. თითოეულმა შეგირდმა უნდა გაითავისოს, რომ ის გააკეთოს, რასაც დავავალებ, ამ შემთხვევაში კოლექტივი ორგანიზებული იქნება.“
„მადრიდის „რეალი“ სამ ფრონტზე იბრძვის, აქედან გამომდინარე, შანსი ყველას მიეცემა. მთავარია თავდაუზოგავი ვარჯიში და მონდომება. ვერავის მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს.“

„არაერთი მოსაზრება მესმის იმის შესახებ, რომ „ბლანკოსი“ მხოლოდ ლა ლიგისთვის იბრძოლებს და ჩემპიონთა ლიგაზე სრულად არ დაიხარჯება. ეს ხომ სიცრუეა? ჩემპიონთა თასის მოგებას არაფერი გვირჩევნია.“

„თუ ყოველდღიურად ასეთ ტემპში ვიმუშავებთ, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი ოცნებაა.“

„ხვალ ძალიან ლამაზი მატჩის მომსწრენი გავხდებით. ვეცდებით დინამიურად შევუტიოთ. „სპორტინგს“ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც სქემატურად უტევს. აუცილებელია მეტოქის სათანადო შეფასება და აგრესიული ფეხბურთის თამაში.“

„ფიფას სანქციები ჩემთვის გაუგებარია, ვერაფრით ვხსნი რა უნდათ ჩემი შვილისგან, ან სხვა მოთამაშეებისგან. „ბლანკოსი“ არასწორ პოლიტიკას არასდროს ატარებდა.“

„ზუსტად ისეთი ზეწოლა მაქვს, როგორც გასულ წელს, მაგრამ პროფესიონალი ვარ და გარე ფაქტორები ხელს ვერ შემიშლის. სამწვრთნელო საქმიანობაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამ.“

  • Bernabeu
  • 13 სექტემბერი 2016
  • 5 473
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)