რონალდუ:„ჩემთვის „სპორტინგთან“ თამაში რთული იქნება“
კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...
„ეს იქნება განსაკუთრებული მომენტი ჩემ ცხოვრებაში. ვერ გეტყვით, რომ „სპორტინგის“ წინააღმდეგ ასპარეზობა გამიიოლდება, ეს ყველაფერი ჩემთვის რთული იქნება. „სპორტინგი“ კარგი გუნდია, გუნდს სათავეში კრეატიული მწვრთნელი უდგას და ღრმად მწამს, რომ წარმატების მიღწევა შეუძლია.“
„ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის გამოწვევაა. რამდენჯერაც არ უნდა მოიგო თასი, მაინც მოტივირებული ხარ, ვინაიდან სულ სხვა განზომილებასთან გვაქვს საქმე. ზედიზედ ორჯერ წარმატების მიღწევა ვერავინ შეძლო, მაგრამ მაქსიმალურად დავიხარჯებით იმისათვის, რომ მადრიდის „რეალი“ გახდეს ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც ზემოხსენებულს მოახერხებს.“
„პირველ რიგში ჯგუფური ეტაპის დაძლევაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან რთული მეტოქეები გვყავს, შემდეგ კი დასკვნითი მატჩებისთვის მოვემზადოთ.“
„ვარშავაში არასდროს მითამაშია, აქედან გამომდინარე, „ლეგია“ სიახლე იქნება. „დორტმუნდის“ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, გერმანელები ბოლომდე იხარჯებიან.“
- 13 სექტემბერი 2016
- 3 677
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.