კანალესი "თითქმის" მადრიდელია
როგორც ვიცით, სამეფო გუნდი დაინტერესებულია "რასინგის" ფეხბურთელის, სერხიო კანალესის, ტრანსფერით.
სანტანდერული გუნდის ბოსმა, პერნიამ, თავის ბოლო ინტერვიუში დასძინა, რომ მალე კონტრაქტი გაფორმდება ახალგაზრდა მოთამაშესა და მადრიდის "რეალს" შორის.მისივე თქმით, კანალესისათვის ერთდროულად "ჩელსი," "მანჩესტერ სიტი" და "ბლანკოსი" იბრძოდნენ, თუმცა თავად მოთამაშემ აქცენტი სამეფო კლუბზე გააკეთა.
სავარაუდოთ, სერხიო დედაქალაქელებთან 6 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.ამასთანავე, კონტაქტში ჩაიდება პუნტქი, რომლის თანახმადაც ის ერთ წელს კვლავ "რასინგში" დარჩება.
- 4 თებერვალი 2010
- 1 468
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.