რონალდუ:„მე დავბრუნდი იმისათვის, რომ ვიბრძოლო“

კრიშტიანო რონალდუმ „ოსასუნას“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...

„ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი და გუნდის დახმარება შემიძლია. რამდენიმე მომენტში მცირე დისკომფორტი ვიგრძენი და ავნერვიულდი, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის. მზადებას ვაგრძელებ და მოედანზე გასვლა შემიძლია. გუნდის გამარჯვების და გოლის გატანით ბედნიერი ვარ.“

„ღრმად მწამს, ლა ლიგაში წარმატებას მივაღწევთ. უკვე 5 წელია შიდა ჩემპიონატში წარმატების მიღწევას ვერ ვახერხებთ, ამიტომ ამ სეზონში ეს მიზანი უნდა შესრულდეს. „ტრიპლეტის“ შესრულება ჩემი ოცნებაა.“

„დავბრუნდი იმიტომ, რომ გუნდს დავეხმარო, გოლები გავიტანო, კონკურენცი გავუწიო ლუის სუარესსა და ლიონელ მესის. მე ყველა ჯილდოსთვის ვიბრძოლებ.“

„ამ წუთის მონაცემებით მსოფლიო საუკეთესო კლუბში ვირიცხები და ვერ გეტყვით, რომ მადრიდის დატოვება მსურს. ჩემი მიზანი „ბლანკოსში“ კარიერის დასრულებაა.“

„ჩემპიონთა ლიგა მოახლოვდა. „სპორტინგის“ წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ემოციური იქნება, ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე, ეს ყველაფერი ჩემთვის ბევრს ნიშნავს.“

  • Bernabeu
  • 10 სექტემბერი 2016
  • 7 993
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)