ფიფამ "რეალის" და "ატლეტიკოს" საჩივარი არ მიიღო
ფიფას სააპელაციო კომიტეტმა სასჯელი ძალაში დატოვა
ფიფას სააპელაციო კომიტეტმა არ მიიღო "მადრიდის ატლეტიკოს" და "მადრიდის რეალის" სარჩელი ფიფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც მცირეწლოვანთა დაცვას ეხებოდა!
შესაბამისად ორივე კლუბს ეკრძალება მომდევნო ორი სრული სარეგისტრაციო პერიოდის მანძილზე ეროვნული და საერთაშორისო დონეზე ფეხბურთელთა ყიდვა/დარეგისტრირება. სატრანსფერო ბანი ორივე კლუბის შემთხვევაში მოქმედებს, როგორც ქალთა, ასევე ფუტზალის და პლაჟის ფეხბურთის გუნდებზე და არ კრძალავს მოთამაშეთა განთავისუფლებას.
გარდა ამისა, ორივე კლუბს "ატლეტიკოს" და "რეალს" ეკისრებათ ჯარიმა შესაბამისად 900 000 და 360 000 შვ. ფრანკის ოდენობით. ორივე კლუბს აქვს 90 დღე მცირეწლოვანებთან დაკავშირებით სიტუაციის დასარეგულირებლად.
წყარო: FIFA
- 8 სექტემბერი 2016
- 4 858
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.