ბოლოსწინა ვარჯიში "ოსასუნასთან" მატჩამდე
ზინედინ ზიდანი "ოსასუნასთან" მოახლოვებული შეხვედრისათვის ამზადებს თავის შეგირდებს.
დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე, ხამეს როდრიგესის გარდა, რომელიც გვიან ღამით ჩაფრინდება მადრიდში, პირველი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.აქედან, ტრავმების გამო, ისკო და კოენტრაუ არ ირჯებოდნენ მთავარ ჯგუფთან ერთად, ხოლო მარსელო და კაზემირო, ძალების აღდგენის მოტივით, მხოლოდ სირბილით შემოიფარგლნენ.
დანარჩენმა მოთამაშეებმა ზედმიწევნით შეასრულეს მწვრთნელების დავალებები.ისინი მორიგი 3 ქულის მოპოვებისათვის ემზადებიან.
Marca
- 8 სექტემბერი 2016
- 1 485
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.