კრიშტიანო რონალდუს ხელფასს თავად რონალდუ გადაიხდის
ესპანური გამოცემები საკმაოდ საინტერესო სტატიას წერენ...
იმ შემთხვევაში, თუ კრიშტიანო რონალდუ მადრიდის „რეალში“ დარჩა და წლიურად ხელფასის სახით 20 მილიონი ევრო დაენიშნა, მადრიდის „რეალის“ ბიუჯეტს არანაირი ზარალი არ მაიდგება, ვინაიდან ამ თანხის გადახდას თავად რონალდუ შეძლებს. ალბათ ცოტა გაუგებარია, რაზეა საუბარი, თუმცა არგუმენტები აბსოლუტურად „რეალურია.“
1 კალენდარული წლის განმავლობაში კრიშტიანო დაახლოებით 80-100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. გარდა მადრიდის „რეალში“ არსებული ხელფასისა პორტუგალიელს არაერთი ბიზნესი აქვს, მათ შორის არის სასტუმროების ქსელი, ფეხსაცმელების დიდი ბრენდი, სუნამო და ასე შემდეგ.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს სარეკლამო შემოსავლები, რომელიც „შვიდიანს“ უხვად აქვს.
მოქმედი ხელშეკრულების თანხმად, რომლის სტანდარტული პირობები ახალშიც იგივე დარჩება, მადრიდის „რეალი“ რონალდუს შემოსავლების 40%50%-ს (ზუსტად დადგენილი არ არის) იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბლანკოსი“ პორტუგალიელის ყოლის გამო წლიურად დაახლოეიბთ 40-45 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხელფასის სახით გასავალი კი 20 მილიონი აქვს.
გამოდის, რომ რონალდუს მადრიდში დარჩენის შემთხვევაში, მისი კოლოსალური ხელფასის პერესის ჯიბეს ვერაფერს დააკლებს.
- 8 სექტემბერი 2016
- 9 119
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.