ორი გამარჯვება ახალ რეკორდამდე
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის "რეალი" მომდევნო ორ შეხვედრას მოიგებს, "ესპანიოლსა" და "ხერესის" წინააღმდეგ, მაშინ სამეფო კლუბის ფეხბურთელები ლა ლიგის ახალ რეკორდს დაამყარებენ. "თეთრებმა" შესაძლო 55 ქულიდან, 47–ის დაგროვება შეძლეს, ეს მართლაც შთამბეჭდავი შედეგია. ახლო ისტორიას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ გუნდს ასეთი წარმატებული სტარტი მხოლოდ 2007|08 წლების სეზონში ჰქონდა, მაშინ მადრიდელებმა 50 ქულის დაგროვება მოახერხეს, ახლა კი შანსი ეძლევათ 53 ქულას მოუყარონ თავი...
მანუელ პელეგრინის შეგირდების ქულათა მონაგარი 47–ს შეადგენს, ეს ყველაფერი 15 მოგებით, ორი ყაიმით და 3 მარცხით განისაზღვრება. გასული 20 ტურის განმავლობაში "თეთრებმა" შთამბეჭდავად იასპარეზეს, იმედია ასეც გააგრძელებენ და მადრიდის "რეალის" ახალ რეკორდს მოხსნიან. ჩილელი სპეციალისტის დამოძღვრილი გუნდი გატანილი ბურთებითაც უკეთ გამოიყურება, მადრიდელებს 47 გოლი აქვთ გატანილი, ხოლო ორი სეზონის უკან, როდესაც ბერნდ შუსტერის შეგირდებმა ლა ლიგა დაისაკუთრეს, მხოლოდ 40 გოლით შემოიფაგლებოდნენ. რაც შეეხება მადრიდულ უკანა ხაზს, აქ ყველაფერი პირიქითაა, მაშინდელი დაცვა უკეთ გამოიყურებოდა, შუსტერის დამოძღვრილ გუნდს 14 ბურთი ჰქონდა გაშვებული, მიმდინარე სეზონში კი უკვე 15 გოლის გაშვება მოასწრეს "თეთრებმა."
ასე, რომ მადრიდული რეკორდი მწიფდება, პელეგრინის შეგირდებს ჯერ "ესპანიოლის", რომელიც მე–14 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო შემდეგ ლა ლიგის უპირობო აუტსაიდერის "ხერესის" დამარცხება მოუწევთ.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი: Kevlisha
- 3 თებერვალი 2010
- 1 620
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.