გრანეროს ამბიციები

ესტებან გრანერომ მცირე პრესკონფერენცია გამართა. მისი საუბარი პირველ გუნდში გადმოსულ კასტილიელებსა და საერთოდ კლუბში არსებულ სიტუაციას შეეხო...

"ძალიან ბევრს ვმუშაობ, რათა გუნდისთვის მნიშნველოვან ფიგურად ვიქცე. თუ შანსი მომეცემა, იმედს არავის არ გავუცრუებ. გარწმუნებთ 100%–ით დავიხარჯები და თანაგუნდელებს წარმატების მიღწევაში დიდ დახმარებას გავუწევ."

"დღეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად ვივარჯიშეთ. მწვრთნელი მათ მდგომარეობას ყოველთვის ითვალისწინებს, მე ეს ძალიან მსიამოვნებს. ბევრი მათგანი მაღალი დონის ფეხბურთელია, იმედი მაქვს მათი კარიერა წარმატებით განვითარდება. მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში, მათთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა."

გრანეროს ამბიციები

"ყველა ფეხბურთელი განსხვავებული ინდივიდია, განსხვავებული პლიუსებით და მინუსებით. ჩემი აზრით, კასტილიელები იმსახურებენ მთავარი გუნდის თადარიგში ყოფნას, ახალგაზრდებს ეს ძალიან სჭირდებათ. სათამაშო დროის გამონახვა მათ ზრდა–განვითარებას შეუწყობს ხელს. მე, რომ "ხეტაფეში" არ მეთამაშა, ახლა მადრიდის "რეალის" შემადგენლობის წევრი არ ვიქნებოდი..."

"მზად ვართ ბრძოლისათვის, ერთად დიდი ძალა გვაქვს... ევროპაში ბევრი გრანდი ასპარეზობს, მაგრამ ჩვენ უნდა დავმატკიცოთ, რომ მათზე უკეთესები ვართ, მერწმუნეთ სამეფო კლუბს ამის პერსპექტივა ნამდვილად გააჩნია."

"გუნდში ბრწყინვალე მდგომარეობაა, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. რაული ჩვენი ლიდერი და უცვლელი კაპიტანია, ელ კაპიტანო მადრიდული ოჯახის მთავარი დამრწყმელი ძალაა. ყველა ჩვენგანმა მისგან უნდა ავიღოთ მაგალითი!"

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 3 თებერვალი 2010
  • 1 837
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)