რობენი:”მე არ ვნანობ გერმანიაში გადასვლას”
მადრიდის ”რეალის” ყოფილმა გარემარბმა არიენ რობენმა, კომენტარი გააკეთა მის წასვლასთან დაკავშირებით.
არიენ რობენი: ”თავიდან ძალიან მიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ კლუბი უნდა დამეტოვებინა და სხვა ქალაქში გადავსულიყავი, ამ აზრს თანდათან შევეგუე, ბოლოს კი მე თვითონ მინდოდა კლუბის დატოვება, როდესაც გუნდში თამაშობს სამი ან ოთხი პროფესიონალი გარემარბი შეუძლებელია, მათ ყველას კონკურენცია გაუწიო, სწორედ ეს იყო კლუბის დატოვების ერთერთი მიზეზი და ალბათ მთავარიც, მიხარია აგრეთვე ის, რომ გადავედი კარგ კლუბში ”ბაიერნში”, სადაც საფეხბურთო კარიერა თითქმის თავიდან დავიწყე, იქ ვიპოვე ჩემი თამაში, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ."
"ცუდი იქნება, თუ რიბერი კლუბს დატოვებს და ”სამეფო” კლუბში გადაბარგდება, რადგან ყველა ვარსკვლავი იქ სათმაშოდ მზად არ არის. მითუემეტეს, როცა გერმანიიდან გადადიხარ ესპანეთში.” - განაცხადა ჰოლანდიელმა.
ინფორმაციის წყარო:DEFENSACENTRAL.COM
სტატიის ავტორი:BUXU
- 3 თებერვალი 2010
- 2 045
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.