კრიშტიანო რონალდო: "ჩემი დებიუტი შედგა და მე ბედნიერი ვარ"
კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ იგი ბედნიერია, რადგამ მისი დებიუტი შედგა და იგი ნელ-ნელა ფორმაში შედის.
"ჩვენ გამარჯვება ძალიან გვინდოდა, თუმცა მეტოქე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით. თუმცა ამას მნიშვნელობა არააქვს, რადგამ გუნდი ნელ-ნელა ფორმაში შედის და მე ამით უზომოდ ბედნიერი ვარ."
"ჩვენ ეხლა ბევრს ვვარჯიშობთ, რადგან ფეხბურთელები კარგ ფორმაში უნდა იყვნენ. ჩვენ სულ რაღაც 17 დღეა რაც ვმუშაობთ და ეს კარგია, რადგან "ლა ლიგის" დაწყებისთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით."
"ჩვენ ყველამ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, ეს მარტო მე, ბენზემას და კიდევ რამოდენიმე ახალწვეულს, არ გვეხება. ყველა ფეხბურთელი თავდაუზოგავად ვარჯიშობს და ეს კარგია, რადგან "ლა ლიგა" უფრო მალე დაიწყება, ვიდრე გვგონია."
"გუნდში ძალიან ბევრი ახალწვეულია და ჩვენ უკვე ვიწყებთ ერთმანეთის გაგებას. მე ვფიქრობ ჩვენი მუშაობა და თავდაუზოგავი ვარჯიში მალე ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს."
"მე მოხარული ვარ ჩემი დერბით სანტიაგო ბერნაბეუზე. ხალხი ტაშს უკრავს და მე უზომოდ ბედნიერი ვარ ამით."
სტატიის ავტორი: El Gio
- 27 ივლისი 2009
- 4 022
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.