სარაბიასთვის ახალი კონტრაქტი მზადდება

"რეალ მადრიდ კასტილიას" ფეხბურთელი, პაბლო სარაბია, საკმაოდ ცნობილია თავისი თამაშით.ახალგაზრდა მოთამაშეზე ნელ-ნელა იზრდება ინტერესი, ევროპული გრანდების სკაუტების მხრიდან.

სამეფო გუნდში სასტიკად გამორიცხავენ პაბლოს გუნდიდან გაშვებას, მეტიც, ფეხბურთელისა და გუნდის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს.საქმიანი ვახშამი სარაბიასათვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას ითვალისწინებდა.სავარაუდოთ, "თეთრები" 5 წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ ერთ-ერთი ნიჭიერ "კასტილიელს."

როგორც უკვე მოგახსენეთ, ევროპული გრანდები, განსაკუთრებით ინგლისელები, ძალზედ დაინტერესებულნი არიან სარაბიას ტრანსფერით.ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, "ლივერპულისა" და "არსენალის" თავკაცები, პაბლოს სამომავლოდ თავიანთ შემადგენლობებში განიხილავენ, თუმცა შესაძლოა მერსესაიდულ-მეთოფეურ ოცნებებს რამდენიმე დღეში ახალმა კონტრაქტმა დაასვას დაღი.

თავად მოთამაშე თავის ინტერვიუებში აცხადებს, რომ სამეფო გუნდში ბედნიერად გრძნობს თავს.აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში სარაბია არა "კასტილიას," არამედ "ჟუვენილ ბ"-ს რიგებში გამოჩნდა, სადაც "ატლეკოელ" თანატოლებთან მატჩში ეხმარებოდა ყოფილ თანაგუნდელებს.საბოლოოდ, "რეალის" ახალგაზრდებმა 1-0 მოიგეს ესოდენ მნიშვნელოვანი დერბი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 10
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (181)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)