დრაქსლერთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
Goal.Com-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას ჟულიან დრაქსლერთან ინტენსიური მოლაპარაკებები აქვს და არ არის გამორიცხული სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანელი ფეხბურთელი „ბლანკოსის“ საკუთრება გახდეს.
ჯერ-ჯერობით არ სახელდება სატრანსფერო თანხა, თუმცა ის „პსჟ“-ს მიერ შეთავაზებულ 75 მილიონ ევროს გაცილებით ჩამოუვარდება. საქმე თავად ფეხბურთელის პოზიციშია, რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქში წასვლა არ ისურვა.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 საათზე ნაკლებია დარჩენილი, ვითარება კი უკიდურესად იძაბება.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 31 აგვისტო 2016
- 2 487
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.