პრიმერა "უიქენდის" საზღვრებს სცდება
ესპანეთის ფეხბურთის პროფესიული ლიგისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ლა ლიგის თამაშები ორშაბათობითაც გაიმართება.
მაშასადამე, ყოველ ტურში იქნება ერთი ისეთი თამაში, რომელიც სტარტს აიღებს კვირის დასაწყისში (ორშაბათს).აღსანიშნავია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში, პრიმერას მაშტაბით აღნიშნულ დღეს მატჩი არ გამართულა.ცვლილება მოხდება სეგუნდაც ჩემპიონატებშიც, სადაც სათამაშო ტური არა შაბათს, არამედ პარასკევს დაიწყება.
სავარაუდოთ, პირველი შეხვედრა "ორშაბათს," 15 თებერვალს შედგება.ტელეკომპანია "გოლ ტივიმ" კი უკვე გააფორმა ხელშეკრულება, რის თანახმადაც ორშაბათის თამაშების ტრანსლირების უფლებას მიიღო.
გამოცემა "ას"-მა და გამოცემა "მარკამ," თავიანთ ვებ-გვერდზე ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რამდენდ მოეწონათ გულშემატკივრებს ეფფ-სა და ეპფლ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.პირველ შემთვევაში, ქომაგთა 66 პროცენტი არის წინააღმდეგი იმისა, რომ თამაშები უქმეების შემდეგ გაიმართოს, ხოლო მეორე შემთხვევაში. 77 პროცენტმა დაიწუნა ახალი გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ 1996-სა 1998 წლებში ექსპერიმენტის სახით ტარდებოდა მატჩები ორშაბათობით, რამაც ფანების უკმაყოფილება გამოიწვია.
მოკლედ, მიღებული გადაწყვეტილებით, 2014 წლამდე ლა ლიგის მატჩები ორშაბათობითაც გაიმართება.უნდა აღინიშნოს, რომ ორშაბათსა და პარასკევს გამართული შეხვედრები სულაც არ არის უცხო ხილი, ისეთი ბუმბერაზი ჩემპიონატებისათვის, როგორებიცაა პრემიერ ლიგა, ბუნდეს ლიგა და სერია ა.
- 3 თებერვალი 2010
- 1 960
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.